თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ ძროხები მოყინვისგან დაეცვა, იაკუტელმა მონადირემ მათ ბეწვის ლიფები შეუკერა და ჩააცვა, იუწყება გამოცემა The Siberian Times.
გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ნიკოლაი ატლასოვს სულ ხუთი ძროხა ჰყავს. ის ძალიან ღელავდა იმაზე, რომ მისი შინაური პირუტყვი არაკომფორტულად გრძნობდა თავს ყინვაში.
„ზამთრობით საძროხეში ცხოვრობენ, მაგრამ ყოველდღე გამოდიან გარეთ, მაშინაც კი, როცა ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე ეცემა“, — ამბობს ატლასოვი.
მისი თქმით, გამონაკლისი მხოლოდ ის დღეებია, როცა ყინვა ლამის მინუს 60 გრადუსს აღწევს, რაც იაკუტიისთვის იშვიათი მოვლენა არ არის.
გულშემატკივარმა მონადირემ ძროხების ბიუსტჰალტერები სამკუთხა თბილი ქსოვილისგან დაამზადა, რომელსაც კურდღლის ბეწვი გამოაკერა. ატლასოვის თქმით, ეს ლიფები ძროხებსაც იცავს ჯიქნების მოყინვისგან და რძესაც.