ექიმის გარეშე: წუთ-ნახევრიანი ტესტი გულის ჯანმრთელობის შესამოწმებლად

ესპანელი კარდიოლოგები გვთავაზობენ უმარტივეს გზას იმის დასადგენად, გვაქვს თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ადამიანს თავად შეუძლია შეამოწმოს, რამდენად ჯანმრთელია მისი გული, აცხადებენ ლა კორუნიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ესპანელი მეცნიერები და საამისოდ მარტივ გზას გვთავაზობენ.

შეამოწმეთ გულის მუშაობა 30 წამში: უმარტივესი მეთოდი

მათი თქმით, ამისათვის უნდა განსაზღვროთ, რა დრო დაგჭირდებათ მეოთხე სართულზე ასასვლელად.

„თუ ოთხ სართულზე ასასვლელად წუთ-ნახევარზე მეტი გესაჭიროებათ, ე.ი. თქვენი ჯანმრთელობა დაქვეითებულია“, — ამბობს ექიმი ხესუს პეტეირო.

მისი თქმით, თუ ოთხი სართულის გადასალახად დაახლოებით ერთი წუთი გჭირდებათ და ამის შემდეგ თავს შეუძლოდ არ გრძნობთ, ან არ გაქვთ მძიმე ქოშინი, შეშფოთების მიზეზები არ არსებობს.

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ეს მეთოდი არ გამორიცხავს გამოკვლევების რეგულარულად გავლის საჭიროებას, თუმცა დროულად გამცნობთ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში პრობლემები გაქვთ.

ცნობილია გულის დაავადებების უჩვეულო მიზეზი: ექიმი გვაფრთხილებს!>>

მანამდე გერმანელმა კარდიოლოგმა, პროფესორმა ულფ ლანდმესერმა მოახლოებული გულის შეტევის სამი სიმპტომი დაასახელა: ერთ-ერთი ნიშანია სიმძიმის შეგრძნება მკერდზე „თითქოს სპილო დაგაწვათ“. მეორე ნიშანი, კარდიოლოგის თქმით, არის ტკივილი, რომელიც კისერსა და მარცხენა ხელზე ვრცელდება, გარდა ამისა, გულის შეტევაზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.