გახარია: არ მესმის, რა მიზეზით არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა
© Sputnik
„საქართველოს ისტორიაში პირველად მივიღეთ ცხრა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პარლამენტში და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა", – ამბობს გიორგი გახარია.
გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ამ ყველაფერს შემდეგ არჩევნებზე შესაბამის შეფასებას მისცემენ.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა სადეპუტატო მანდატებზე.