COVID-19 - ბოლო ცნობები

„ბრიტანულ შტამს“ გადადების უმნიშვნელოდ მაღალი უნარი აქვს: ეპიდემიოლოგის განმარტება

ბერძენი ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის „ბრიტანული შტამი“ ჯერ კიდევ სექტემბერში აღწერეს, თუმცა ის, შესაძლოა, მანამდეც ცირკულირებდა.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ SARS-CoV-2-ის ახალ მუტაციას, COVID-19-ის მანამდე ცნობილ შტამებთან შედარებით, უმნიშვნელოდ მაღალი გადადების უნარი აქვს და ის ვერ მოახდენს გავლენას ვაქცინაციის გეგმებზე, აცხადებს ათენის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, კორონავირუსთან ბრძოლის კომისიის ექსპერტი გიკას მაიორკინისი.

საზღვრების ჩაკეტვა ეფექტს ვერ მოიტანს: ამერიკელი პროფესორი უკეთეს ვარიანტს ასახელებს
„ძირითადი განსახილველი ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ ის მეტად გადამდებია. მოვლენა მუდმივი დაკვირვების ქვეშაა, მაგრამ არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის ყველა ზომა მაინც მიღებულია“, — განაცხადა მაიორკინისმა.

მისი თქმით, „ბრიტანული შტამი“ პირველად სექტემბერში აღწერეს, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ მუტაცია კიდევ უფრო ადრე ცირკულირებდა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გადამდებობის უმნიშვნელო გაზრდის შესახებ ჰიპოთეზა დადასტურდა, ეს ვერ შეცვლის [კორონავირუსთან ბრძოლის] უკვე არსებულ გეგმას, ანუ ვაქცინაციასა და სხვა ზომებს“, — ამბობს ეპიდემიოლოგი.

დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება და 70%-ზე მეტად გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე.