ყავა და კალათბურთი: ოპოზიციის ქალაქი ბათუმში – ფოტო

Sputnik

ბათუმის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე ოპოზიცია დაშლას არ აპირებს. აქტივისტებმა კარვები გაშალეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ასევე მდებარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ოპოზიციამ მიტინგის ადგილზე ნამდვილი ქალაქი მოაწყო, სადაც არის სპორტული მოედანი, სწრაფი კვების პუნქტი, სკამები, მაგიდები – რაღაცით ეს ქუჩის კაფესაც ჰგავს. ოპოზიციის ზოგიერთი მომხრე აქ აქციაზე ბავშვებთან ერთად მოდის, ზოგიც საერთოდ მთელ დღეს აქ ატარებს.

1 / 16
ადამიანები კალათბურთს თამაშობენ. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია
2 / 16
თუმცა ეს საკალათბურთო მოედანი გზის სავალ ნაწილზეა მოწყობილი, აჭარის მთავრობისა სახლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებს შორის
3 / 16
ოპოზიცია ნოემბრის დასაწყისიდან საპროტესტო აქციებს მართავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით
4 / 16
რომ არა პლაკატები და ლოზუნგები, ეს ქუჩის კაფეს მოგაგონებდათ
5 / 16
ოპოზიცია ახალი წლის შესახვედრადაც გაემზადა
6 / 16
ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი მთელ დღეებს აქ ატარებს და კარვებში ცხოვრობს
7 / 16
ცოტა ხნის წინ მათ აჭარის მთავრობის სახლის მოპირდაპირედ საკალთბურთო ფარიც დაკიდეს
8 / 16
აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან მუდმივად მორიგეობს პოლიცია
9 / 16
თუმცა, აქციები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ზოგიერთი მომიტინგე ადგილზე ბავშვებთან ერთად მიდის, რადგან ბაღები და სკოლები ახლა დაკეტილია. პატარები უჩვეულო პირობებში ღებულობენ განათლებას და ერთობიან თავისუფალ დროს
10 / 16
ჭამა აქ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
11 / 16
სიცივის დროს აქ კარვებში თბებიან, თუმცა აჭარაში თბილი დეკემბერია
12 / 16
ოპოზიციის ქალაქში ლიდერების გამოსვლებისათვის და საინფორმაციო ბრიფინგების გასამართად ტრიბუნაც არის მოწყობილი
13 / 16
ყველა მსურველს უმასპინძლდებიან ყავით
14 / 16
პოლიცია მშვიდად აკვირდება მოვლენებს
15 / 16
ვიღაცამ პოლიციასთან ახლოს ფერადი ბურთებიც მიიტანა მათი განწყობის ასამაღლებლად
16 / 16
აჭარის ოპოზიცია ახალ წელს ასევე ქუჩაში შეეგებება