საქართველოში მიწების რეგისტრაცია გრძელდება: უკვე მილიონი ჰექტარი მიწა გაფორმდა

სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფო შეღავათების მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობაა
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მიწის რეგისტრაციის გამარტივების შემდეგ საკუთრებაში გაფორმებულია ერთ მილიონ ჰექტრამდე მიწა, განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ.

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამას აქტიურად იყენებენ

ლორთქიფანიძის თქმით, 2020 წელს მნიშვნელოვნად გამარტივდა დოკუმენტების შეტანის პროცედურა. ახლა მიწის რეგისტრაცია არ არის დამოკიდებული ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე, არამედ მხოლოდ რეესტრზე. მიწაზე უფლების დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი შემცირდა, ახლა საკმარისია მიწის საკუთრების დოკუმენტის ასლი და არ არის საჭირო დოკუმენტის გაცემის თარიღის გათვალისწინება, აღნიშნა ლორთქიფანიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში უკვე დარეგისტრირებულია 1 მილიონ ჰექტრამდე მიწა, მაშინ როდესაც მანამდე წლების განმავლობაში სულ 900 ათასი ჰექტარი იყო რეგისტრირებული.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფო შეღავათების მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.