ყვითელი ამბები

ნანუკა გოგიჩაიშვილის ზღაპრული ნაძვის ხე – როგორ გამოიყურება მოდელის ფეშენებელური სახლი?

ცნობილი სახეები დღესასწაულისთვის ემზადებიან. ისინი საკუთარ სახლებს ზღაპრულად ალამაზებენ ხარის წელის მოლოდინში. ასე მორთო ნანუკა გოგიჩაიშვილმა საკუთარი ნაძვის ხე.
Sputnik

სასიამოვნო ფუსფუსი და სახალისო სამზადისი – ცნობილები 2021 წლისთვის განსაკუთრებული ემოციებით ემზადებიან. ნანუკა გოგიჩაიშვილი მათ რიგებში გამონაკლისი არ არის. მოდელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და ეს ოჯახისგან განმარტოებით მისი პირველი ახალი წელია. ამიტომ მან საკუთარი ნაძვის ხე დის და დედის დახმარების გარეშე, მეორე ნახევართან ერთად მორთო. როგორ გამოიყურება მისი სახლის საახალწლო ატრიბუტიკა?

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ახალგაზრდა მილიონერმა ნიკოლოზ ნაყოფიამ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი ზაფხულში დაიწერეს. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. „მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“. ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდებოდა.