კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა - ვიდეო

ორშაბათს საღამოს სიცილიაში ვულკანი ეტნას ამოფრქვევისას ლავა ცაში 100 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა
Sputnik

ლავის ტალღა გამთენიისასაც ჩანდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღამის განმავლობაში სეისმურმა აქტივობამ იმატა. 

ვულკანი ეტნა ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლე 3329 მეტრია. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.