„ეს მორიგი მტრული ნაბიჯია“: კრემლში ახალ ანტირუსულ სანქციებზე კომენტარი გაკეთდა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა საკუთარ ინტერესებს სათანადოდ დაიცავს.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები მორიგი მტრული ნაბიჯია, თითოეული ასეთი ბიძგი სულ უფრო ართულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციიას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ეს მორიგი მტრული ნაბიჯია რუსეთის მიმართ. ჩვენ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეგვიძლია, რომ აშშ-ის მორიგი წარმავალი ადმინისტრაცია ამჯობინებს, წიხლი ჰკრას რუსეთ–ამერიკას შორის ისედაც ცუდ ფორმაში მყოფ ურთიერთობას, თითოეული ასეთი წიხლი გვაშორებს ნორმალიზაციის მომენტს და უკიდურესად ართულებს ორმხრივი ურთიერთობებისთვის დამღუპველი სპირალიდან გამოსვლის პროცესს“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე აშშ-ის მონიტორინგმა გამოაქვეყნა შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული 103 რუსული და ჩინური კომპანიის სია, რომლებსაც ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდათ. აღნიშნული სია მოიცავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ საფრენ რაზმ „როსიას“, მსხვილ საავიაციო, კოსმოსურ და სხვა დარგის საწარმოებს.