ეფექტურია ახალი შტამის მიმართაც: კომენტარი კოვიდ-ვაქცინის შემქმნელებისგან

მანამდე ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი პრეპარატი COVID-19-ის მძიმე შემთხვევების წინააღმდეგაც კი 100%-ით ეფექტურია.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ანტიკორონავირუსული ვაქცინა Sputnik V, რომელიც რუსეთში შეიქმნა, ეფექტურია SARS-CoV-2-ის ახლად აღმოჩენილი მუტაციის მიმართაც, აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

ვაქცინა „სპუტნიკ  V“ 100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მძიმე შემთხვევების დროს

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ რუსეთის გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შექმნა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. 

„ვადასტურებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, „სპუტნიკ V“ მაღალეფექტურია ვირუსის ახალი მუტაციის წინააღმდეგაც, რომელიც ევროპაში აღმოაჩინეს. ის ისევე ეფექტურია მის მიმართ, როგორც უკვე არსებული შტამების მიმართ. „სპუტნიკ V“-მ უკვე არაერთხელ გამოავლინა ეფექტურობა, მიუხედავად S–ცილაში მანამდე მომხდარი მუტაციებისა“, — მოახსენა დმიტრიემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მანამდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. წინასწარი შეფასებებით, ახალი შტამი შეიძლება ჩვეულებრივზე 70%-ით უფრო გადამდები იყოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ის უფრო მომაკვდინებელია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეაჩერა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა.