ყვითელი ამბები

„იმედია ერთად ხართ“ – ნინი ბადურაშვილი ცნობილ მამაკაცთან დააწყვილეს – ვიდეო

ნინი ბადურაშვილი შეყვარებულია? ნახეთ ვისთან ერთად გამოაქვეყნა მომღერალმა ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ.
Sputnik

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამზე“ მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. წყვილი შესანიშნავად ატარებს დროს და მხიარულად ცეკვავს. როგორც ჩანს, პოპულარული წყვილი მალე ერთობლივ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს. მანამდე კი მათ ირგვლივ უკვე დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ერთად.

27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.

გიორგი გილიგაშვილის მიერ „პრაიმ შოუში“ გაკეთებულმა განცხადებებმა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ჩემმა მზემ“ კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა. ამის შემდეგ გილიგაშვილს ასეც მოიხსენიებენ – „ჩემმა მზემ“.