ყვითელი ამბები

„სოცქსელში იმის ნახევარსაც არ ვაზიარებ...“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

ნანუკა გოგიჩაიშვილს და ნიკოლოზ ნაყოფიას ურთიერთობის სამი წლის იუბილე აქვთ. ნახეთ რა დაწერა ნანუკამ და როგორ მიულოცა საყვარელ მეუღლეს ეს დღე.
Sputnik

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მილიონერი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია უკვე სამი წელია ერთად არიან. ამის შესახებ ნანუკამ „ინსტაგრამზე“ დაწერა და მეუღლეს ერთად ყოფნის 3 წელი და ნიკოლოზობა ემოციური ვიდეოთი მიულოცა.

ნანუკას თქმით, სწორედ ამ დღეს გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და ამიტომ 19 დეკემბერი მათთვის განსაკუთრებული თარიღია. „სოც. ქსელში იმის ნახევარსაც არ ვაზიარებ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. მადლობა ყოველი დღისთვის და ზღაპრისთვის!" – წერს ნანუკა.

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ რამდენიმე თვის წინ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი დაიწერეს. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.

ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდებოდა.