მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ შემოდგომაზე ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვანზე მარიტა ჯანაშიაზე იქორწინა.
მარიტა ჯანაშია ამბობს, რომ ქორწილის სამზადისმა იმხელა ენერგია წაიღო, რომ მის შემდეგ ერთი კვირა გადაბულად ეძინა. მარიტას თქმით, ყველაფერი პანდემიამაც გაართულა, რადგან რისკები მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი და ამიტომ ადგილის შესარჩევად ბევრი იფიქრა. „იმდენი ვინერვიულე, რომ ვერაფერი ვჭამე, ერთი ყლუპი პუნში დავლიე და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს“, – ამბობს მოდელი ჟურნალ „სარკესთან“.
მომღერალ თემო საჯაიას და მოდელ მარიტა ჯანაშიას სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. წყვილი სავარაუდოდ, პირველ შვილს ელოდება. ამას მოწმობს თემო საჯაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელსაც მომღერალმა დაურთო წარწერა – „როცა მარიტა მჟავე კომბოსტოს ხედავს“. როგორც ჩანს, მოდელი ორსულადაა და მჟავეები განსაკუთრებულად უნდება.
ტელეწამყვანები თემო და მარიტა ჯერ კიდევ ივლისში დაინიშნენ. მომღერალმა ლამაზმან საცოლეს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ქორწილის ყველა სტუმარი თეთრებში იყო გამოწყობილი. პატარძალს ჯვრისწერის ცერემონიაზე გრძელი, ტრადიციული დიზაინის კაბა ეცვა, ხოლო საქორწინო წვეულებაზე მოკლე და თავისუფალი სტილის სამოსზე შეაჩერა არჩევანი. ქორწილის სტუმრებს შორის არაერთი პოპულარული ადამიანი იყო.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია PosTV-ში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. ცნობილ მოდელსა და პოპულარულ მომღერალს წარსულში საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც წლებს ითვლიდა.
მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.