ინიციატივა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ნევროლოგს, დავით მრელაშვილს ეკუთვნის. მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას. საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ანალოგიური დახმარების ჩატანას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.