გორში სტალინის თაყვანისმცემლებმა ბელადის დაბადების დღე აღნიშნეს - ვიდეო

გორში იოსებ სტალინის დაბადების დღეზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მიდის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ აღნიშნეს სტალინისტებმა წელს ბელადის იუბილე
Sputnik

ყოველი წლის 21 დეკემბერს გორში ტრადიციულად იკრიბებიან სტალინის თაყვანისმცემლები მისი დაბადების დღის აღსანიშნავად.

პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო საზეიმო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართა - იოსებ ჯუღაშვილის სახლ-მუზეუმთან რამდენიმე ადამიანი მივიდა.

ბელადის თაყვანისმცემლებმა წელს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა, მსვლელობაზეც უარი თქვეს.