ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ გაჭირვებულ ოჯახს კახეთში საჩუქრები ჩაუტანა – ფოტოები

ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. ნახეთ როგორ გაახარა დიზაინერმა ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახი.
Sputnik

დიზაინერ ანუკი არეშიძეს საკუთარი ფონდი აქვს და რეგიონებში მცხოვრებ პატარებს ხშირად ეხმარება. ამჯერად დიზაინერმა კახეთის ერთ-ერთ სოფელში თოვლის პაპა ჩაიყვანა და ბავშვები საახალწლოდ დაასაჩუქრა. ამის შესახებ ანუკის „ინსტაგრამიდან“ გახდა ცნობილი.

დიზაინერმა ფოტოები „სთორიში“ გამოაქვეყნა. სურათებში უამრავი სავსე ჩანთა ჩანს და თოვლის პაპა, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები უნდა აჩუქოს.

ანუკის ოჯახი ქველმოქმედებით გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ დიზაინერის მეუღლემ კახა კალაძემ ერთ-ერთ ოჯახს ბინა აჩუქა. თავის მხრივ დიზაინერიც ცდილობს სიკეთის კეთებას და საკუთარი ფონდის მეშვეობით რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ხშირად ახარებს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.