გარდაიცვალა რეჟისორი დავით ანდღულაძე

ანდღულაძე იყო „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე „არტ-ცენტრის“ დამაარსებელი და დირექტორი
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი დავიდ ანდღულაძე, რომლის სახელს არაერთი გახმაურებული თეატრალური პრემიერა უკავშირდება, ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.

„მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული თეატრალური საზოგადოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

1982-1985 წლებში დავით ანდღულაძე იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. ამ პერიოდში ყველაზე აღსანიშნავი გახდა გრიგოლ რობაქიძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გრაალის მცველები“, რომელშიც თავად გიორგი ორბელიანის როლი ოთარ მეღვინეთუხუცესმა შეასრულა.

მრავალი წლის განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანდღულაძე იყო „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე „არტ-ცენტრის“ დამაარსებელი და დირექტორი. ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.