COVID-19 - ბოლო ცნობები

ბორის ჯონსონი: კორონავირუსის ახალი მუტაცია 70%-ით უფრო გადამდებია

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ამიტომ მოქალაქეებისგან უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო ზედმიწევნით დაცვა მოითხოვეს.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი მუტაცია 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მისი გამოსვლის ტრანსლაცია Twitter-ზე მიმდინარეობდა.

ამასთან ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ახალი მონაცემები, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ან უფრო მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა.

იმის შესახებ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება, რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

შაბათს ინგლისის მთავარმა ექიმმა პროფესორმა კრის უითიმ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია ვრცელდება „საოცრად სწრაფად“ და მოქალაქეებისგან უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს.

ელისეის სასახლეში კორონავირუსით ინფიცირებული მაკრონის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს >>

შექმნილი ვითარების გამო ჯონსონმა ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლებიც, მისი თქმით, ლოკდაუნს ნიშნავს. ინგლისის შემდეგ ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადეს შოტლანდიისა და უელსის მთავრობებმა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბრიტანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 004 219 ადამიანს, გარდაიცვალა 67 075 პაციენტი.