ვაჭრები ელოდებიან, როდის შეძლებენ საკუთარი ტვირთის მიტანას ქობულეთის ციტრუსების გადამამუშავებელ ქარხანაში.
კილოგრამი მანდარინის ფასი 20 თეთრს შეადგენს. ფაბრიკის ხელმძღვანელობის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ციტრუსების მოსავლის აღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იმაზე აქტიურადაც კი, ვიდრე გასულ წლებში. ქარხანას დღე-ღამეში 300 ტონა ციტრუსის გადამუშავება შეუძლია.