საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - მომდევნო სეზონის ყველა მონაწილე ცნობილია

მომდევნო სეზონზე უეფას კონფერენციების ლიგაში სამი ქართული კლუბი იასპარეზებს - „დილა“, „დინამო“ (ბათუმი) და „გაგრა“.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. პლეი-ოფის მატჩების შედეგების მიხედვით, „ტორპედომ" (ქუთაისი) და „სამგურალმა" (წყალტუბო) მომდევნო სეზონზე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობა გაინაღდეს.

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ორი მატჩის ანგარიშებით 2:1 მოუგეს „გაგრას“ და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დარჩნენ, ხოლო საჩხერეს „სამგურალმა“ ჩიხურა ანგარიშით 3:0 დაამარცხა და 18 წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა.

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ გამარჯვება მოიპოვა

2021 წლის სეზონში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგა წარმოდგენილი იქნება შემდეგი კლუბებით: „დინამო“ (თბილისი), „დინამო“ (ბათუმი), „დილა“ (გორი), „საბურთალო“ (თბილისი), „ლოკომოტივი“ (თბილისი), „თელავი“, „სამტრედია“, „შუქურა“ (ქობულეთი), „ტორპედო“ (ქუთაისი) და „სამგურალი“ (წყალტუბო).

წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა თბილისის „დინამო", რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ტიტული. მომდევნო სეზონში კლუბი საქართველოს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს. კიდევ სამი ქართული კლუბი ითამაშებს უეფას კონფერენციების ლიგაში - „დილა“, „დინამო“ (ბათუმი) და „გაგრა“.