ყარაბაღის ომის ვეტერანები სამგლოვიარო მსვლელობაში ფაშინიანის მონაწილეობას არ დაუშვებენ

სომხეთში 19-21 დეკემბერს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ყარაბაღის კონფლიქტის ვეტერანები შეკრიბნენ ერევანში სამხედრო სასაფლაო „ერაბლურზე“, რათა იქ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი არ შეუშვან, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთში ოპოზიცია ფაშინიანის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით გამოდის

ადრე ფაშინიანმა მოუწოდა მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა მსვლელობაში, რომელიც ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. სომხეთში 19-21 დეკემბერს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მსვლელობა ერევანში დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან და „ერაბლურის“ პანთეონში დასრულდება.

„დღეს მე აქ ვარ არა მხოლოდ იმის გამო, რომ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგო, არამედ იმისთვის, რომ მოღალატეს ფეხს არ დავადგმევინებ ამ წმინდა მიწაზე“, - განაცხადა სისიანის მოხალისეთა რაზმის მეთაურმა აშოტ მინასიანმა („აშოტ ერკატ“).

მინასიანის თქმით, ფაშინიანი მთავარი დამნაშავე და პასუხისმგებელი პირია ყარაბაღში მომხდარი წარუმატებლობების გამო.

„ის ვერ აცნობიერებს, რა უბედურება გამოიწვია მისმა ქმედებებმა. ის ვერ არჩევს მიწას და სამშობლოს. მას ჰგონია, რომ არცახი  (ასე უწოდებენ სომხები მთიან ყარაბაღს) ეს არის მიწის ნაგლეჯი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სიწმინდე“, - განაცხადა მან.

მან არ განმარტა, როგორ აპირებენ გაუწიონ წინააღმდეგობა პრემიერს.

პუტინი: ყარაბაღი - აზერბაიჯანია, მაგრამ „სომხეთი არავის არ მიუტოვებია“

ოპოზიცია სომხეთში 10 ნოემბრიდან აპროტესტებს მთიან ყარაბაღში ზავის დადებას, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. მომიტინგეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დერატიფიკაციის პროცესის დაწყების მოწოდებით გამოდიან.

ერევანში პროტესტი ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამდგომლობით შეთანხმდნენ 2020 წლის 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. შეთანხმების პირობების თანახმად, სომხეთის მხარემ დათმო ტერიტორიების ნაწილი, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი განთავსდებიან მხარეთა გამყოფ ზოლისა და დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.