მსოფლიო დღეს

ახალგაზრდა კაცი საკუთარ დაბადების დღეზე მეგობრების უგუნურ ხუმრობას ემსხვერპლა

მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ძლიერი სისხლდენის გამო ექიმებმა ვერ გადაარჩინეს
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი ― Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეზე დაიღუპა მეგობრების უგუნური ხუმრობის გამო, იუწყება Daily Star-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა.​

ირკვევა, რომ საიმონ ჰოლდერმა 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად კატარღა დაიქირავა და მეგობრებთან ერთად მდინარეზე გაისეირნა. რაღაც მომენტში შემთვრალმა მეგობრებმა იუბილარი ხუმრობით გადააგდეს წყალში. საიმონმა წყლიდან იოლად ამოყვინთა და შეეცადა, კატარღაზე ასულიყო, სანამ ის უკუსვლით ცურავდა, მაგრამ მოულოდნელად ძრავის ხრახნმა ჩაითრია.

ბავშვებს თამაშისას 8 წლის გოგონა შემოაკვდათ: უბედური შემთხვევა თუ მომზადებული დანაშაული?

სამწუხაროდ, კატარღის გაჩერება მაშინვე ვერ მოხერხდა ― ამას გარკვეული დრო დასჭირდა და როდესაც მეგობრებმა იუბილარი ხრახნიდან გამოათრიეს, მას ფეხი უკვე დაფლეთილი ჰქონდა. ამასთან მან ძალიან დიდი რაოდენოთ დაკარგა სისხლიც.

საიმონი სასწრაფოდ გადააფრინეს ჰოსპიტალში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციამ ტრაგედია გამოიძია და დაასკვნა, რომ საიმონ ჰოლდერი უბედური შემთხვევის გამო დაღუპა.