მსოფლიო დღეს

რომელი ქვეყანა დასახელდა 2021 წლის ევროპის მთავარ გასტრონომიულ რეგიონად

ექსპერტების თვალსაზრისით, ქვეყნის კულტურასა და გასტრონომიაზე გავლენა განსაკუთრებულმა მრავალფეროვანმა ლანდშაფტმა და ბუნებამ მოახდინა
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი  — Sputnik. სლოვენია 2021 წლის ევროპის მთავარ გასტრონომიულ რეგიონად დასახელდა, იუწყება Lonely Planet.

ქვეყანამ მოიპოვა გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) პრემია. ამისათვის მას უნდა დაემტკიცებინა, რომ მან საკმარისი რაოდენობის გასტრონომიული პროექტი და პროგრამა შეიმუშავა.

ეს ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც აერთიანებს ალპებს, ხმელთაშუა ზღვას და შუა დუნაის დაბლობს. ექსპერტების თვალსაზრისით, ბრწყინვალე კულტურა და გასტრონომია განსაკუთრებულმა ლანდშაფტმა და ბუნებამ განაპირობა. აქ კულინარიული ფილოსოფია ეყრდნობა პრინციპს „ბაღი სუფრაზე“ (garden to table).

 ახლახან სლოვენიის ტურისტულმა საბჭომ აამოქმედა ახალი ვებგვერდი, რომელიც ქვეყანაში გასტრონომიის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სპეციალური განყოფილება ეძღვნება შეფ-მზარეულებს, მათ კავშირებს ადგილობრივ მწარმოებლებთან და სლოვენიური კერძების მაღალხარისხოვან ინგრედიენტებს.