მიტროპოლიტი იობი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.904-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 206. 907-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 206 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 175 842 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 055 პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.