თრილერი არ გეგონოთ: კოსმოსის მცველები აშშ-ში ოფიციალურად გაჩნდებიან

ასეთი სახელწოდება შეირჩა აშშ-ის კოსმოსური ჯარებისთვის - გამოკითხვა ჩატარდა როგორც ახალი სახეობის ჯარების შიგნით, ისე საზოგადოებაში
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ში კოსმოსის მცველები გაჩნდებიან - ასეთი სახელწოდება ექნება კოსმოსური ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, იუწყება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

„მე პატივი მაქვს აშშ-ს პრეზიდენტის სახელით განვაცხადო, რომ აშშ კოსმოსურ ძალებში მომსახურე მამაკაცებსა და ქალბატონებს ამიერიდან მცველები ეწოდებათ”, - განაცხადა პენსმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე კოსმოსური ძალების დაარსებიდან ერთი წლის აღსანიშნავად.

კოსმოსურმა ჯარებმა დაწერეს Twitter-ში, რომ ეს სახელწოდება შეირჩა ასობით წინადადებიდან, გამოკითხვა ჩატარდა როგორც ახალი სახეობის ჯარების შიგნით, ისე საზოგადოებაში.

სახელწოდება ასოცირდება ფანტასტიკურ ნაწარმოებთან, ისეთებთან, როგორებიცაა კომიქსების და ფილმების სერია სუპერგმირების შესახებ „გალაქტიკის მცველები“.