ტიკარაძე: პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია
© Sputnik
„საქართველოში უკვე ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირი“ ამ ეტაპზე მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებზე გადანაწილდება – რომლებზეც ჩაითვლება, რომ მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება.