ვოლსკი: ეს არის ლოგიკური ნაბიჯი – უპასუხო საბოტაჟს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იმ პარტიებზე საუბრობს, რომლებიც პარლამენტში პლენარულ სხდომებს არ ესწრებიან.
Sputnik
ვოლსკი: ეს არის ლოგიკური ნაბიჯი – უპასუხო საბოტაჟს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ
„პარლამენტის საქმიანობაში არმონაწილეობა განაპირობებს შესაბამისი ზომების მიღებას საბოტაჟისათვის და არა პოლიტიკური ბოიკოტისათვის. თუ პარლამენტში არ იღებ მონაწილეობას, რის გამოც შენ გეძლევა დაფინანსება, რასაკვირველია, ეს არა მუქარაა, არამედ ლოგიკური ნაბიჯი, სამართლებრივად გამართული ნაბიჯია, რათა უპასუხო კონკრეტულად საბოტაჟს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია.