ყვითელი ამბები

„რაც დრო გადის, პატარავდება ასაკით“ – ეკა კახიანის ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ეკა კახიანის ფოტოები, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა.
Sputnik

მომღერალმა ეკა კახიანმა ახალი იმიჯით საზოგადოება გააოცა. სოციალურ ქსელში ვრცელდება მომღერლის ახალი ფოტოები შვილიშვილებთან ერთად. „ინსტაგრამის“ ხელმომწერები წერენ, რომ ეკა ვერ იცნეს და ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.

„ეს ეკაა? ვერ ვიცანი“, „მეთქი ვინაა ეს პატარა, ლამაზი გოგო თქო“, „რაც დრო გადის, პატარავდება ასაკით ეკა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

მომღერალი 56 წლის არის და, წლების მიუხედავად, მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს, გამორჩეულია სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით.