შალვა ამონაშვილი: გონიერი მშობელი ჩაიწერს თავისი ბავშვის ლაპარაკს
© Sputnik
„ტვინი არ აზროვნებს, სინამდვილეში სული აზროვნებს. ტვინი უბრალოდ როგორც რადიომიმღები, გადაამუშავებს იმას, რაც საიდანღაც მოდის და შენ მოგასმენინებს. აუტისტ ბავშვებს ასეთი პირდაპირი კავშირი აქვთ სამყაროსთან. ჩვენ შეგვიძლია ხანდახან გადავუკეტოთ მას ეს კავშირი და ვუთხრათ: სისულელეს ნუ ლაპარაკობ! როცა გვეუბნება, რომ ვიღაცას ესაუბრება, ვისაც ჩვენ ვერ ვხედავთ, და ჩვენ არ მოვუსმენთ, სხვა დროს ჩაიკეტება და აღარაფერს გვეტყვის“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.
პედაგოგ-ნოვატორი შალვა ამონაშვილი აღნიშნავს: „აბა, დააკვირდით თქვენს ბავშვებს ექვს წლამდე რას ლაპარაკობენ, რადგან მერე უკვე ასე აღარ ილაპარაკებენ. დააკვირდით თოჯინას რას ეუბნება, მამას რაზე ელაპარაკება. ამ დროს უნდა მოუსმინო, გაიკვირვო, თავი დაუქნიო და მაშინ ისიც წამოვა კონტაქტზე და ბევრს გეტყვის“.