კორონავირუსის პანდემიისა და მოქმედი შეზღუდვების გამო ტრადიციულმა დღესასწაულმა შემოკლებულ ფორმატში ჩაიარა. არ გამართულა საზეიმო ღონისძიებები და საახალწლო ქალაქი. ნაძვის ხის ანთება ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში უჩვენეს.
ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი დღეს პარლამენტთან მივიდა და ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებაზე მყოფმა კახა კალაძემ ქალაქელებს ბოდიში მოუხადა, განსაკუთრებით კი ბავშვებს, იმისათვის, რომ მათმა უმეტესობამ პანდემიის გამო ნაძვის ხის ანთება პირადად ვერ იხილა.