COVID-19 - ბოლო ცნობები

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს გამოჯანმრთელება უსურვა

სანიტარიული ნორმების შესაბამისად, ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იზოლირებული იქნება.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოჯანმრთელებას უსურვებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. განცხადებას სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს უხილავი მტერი ვერ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებასა და პანდემიის დასაძლევად სოლიდარობის გაღრმავებაში“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.  

პრეზიდენტი მაკრონი, როგორც ეს მოქმედი სანიტარიული წესებითაა განსაზღვრული და ყველასთვის სავალდებულოა, შვიდი დღის განმავლობაში იქნება თვითიზოლაციაში. მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონიც ასევე თვითიზოლაციაშია.

საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ვიზიტი გადადებულია, ისევე, როგორც აგრეთვე თვითიზოლაციაში მყოფი პრემიერ-მინისტრის.

17 დეკემბრის მონაცემებით, დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 409 062 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 59 361 ადამიანი.