ნახატი ქალს თავს ესხმის – დაუჯერებელი ვიდეო შეყვარებულმა გადაიღო

როცა შეყვარებული წყვილი ახალ სახლში გადავიდა და ნივთების ამოლაგება დაიწყეს, გოგონამ შეამჩნია, რომ ნახატი „უცნაურად იქცეოდა“.
Sputnik

როდესაც გოგონა მარტო დარჩა ნახატთან, შეამჩნია, რომ ნახატი „ცოცხლდებოდა“ და „უცნაურად უყურებდა“, რაშიც ვერაფრით ვერ დაარწმუნა ბიჭი.

შეშინებულმა გოგომ შეყვარებულს რამდენჯერმე დაუძახა საშველად, რადგან ნახატში გამოსახულ ქალს ის „ჭკუიდან გადაჰყავდა“, თუმცა ბიჭი მას არ უჯერებდა და არწმუნებდა, რომ ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეყვარებულმა მოუწყო და ნახატის ნაცვლად ხის ჩარჩოში ეკრანი იყო ჩასმული, რომელიც გამოსახულებებს ცვლიდა. შეყვარებულმა კი გაოგნებული ქალის ემოციები ფარული კამერით გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.