მზის ბოლო სრული დაბნელება: ცეცხლოვანი რგოლი ცაში – ფოტო

Sputnik

ეს 2020 წელს მზის ერთადერთი სრული დაბნელება იყო. მოვლენა თვალს ჭრიდა მაყურებლებს სამხრეთ ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო დაკვირვებაში ხელის შეშლის საშიშროება არსებობდა.

მზის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე მთლიანად ეფარება მზეს და მისი ჩრდილი დედამიწას ეცემა, რაც დღისით დროებით დაბნელებას იწვევს.

1 / 12
„ბრილიანტის ბეჭედი“, ანუ ეგრეთ წოდებული მზის დაბნელება გვირგვინით
2 / 12
წვიმა მოსალოდნელ მოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე შეწყდა. ქუჩაში ხალხი გაჩერდა, როდესაც მზე სრულად დაბნელდა. როდესაც ის კვლავ გამოჩნდა, ქუჩაში შეძახილები და აპლოდისმენტები გაისმა
3 / 12
ფრინველი მზის სრული დაბნელებისას ბრაზილიის ცაში
4 / 12
მზის გვირგვინის დაკვირვებისათვის საჭირო იყო სპეციალური სათვალეები და ნიღაბი
5 / 12
ასე გამოიყურება მზის დაბნელების ფაზები ერთ ფოტოზე
6 / 12
დაბნელება სამხრეთ ნახევარსფეროზე მოხდა ზაფხულში, დაახლოებით შუა დღისას, ამიტომ მზე ზემოთ იმყოფებოდა, რაც საოცარ ეფექტს ქმნიდა
7 / 12
ეს 2020 წლის მზის ერთადერთი სრული დაბნელება იყო
8 / 12
ყველაზე კარგად მოვლენა არგენტინიდან და ჩილედან ჩანდა
9 / 12
მამაკაცი სანტა-კლაუსის ფორმით და სპეციალური დამცავი სათვალით აკვირდება მზის დაბნელებას პატაგონიიდან, არგენტინა
10 / 12
მზის დაბნელება 13:33 საათზე დაიწყო და საღამოს 18:53-ზე დასრულდა
11 / 12
ულამაზესმა ასტრონომიულმა მოვლენამ ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა
12 / 12
მზის შემდეგი დაბნელება 2021 წლის ოთხ დეკემბერს მოხდება და მისი დანახვა მხოლოდ ანტარტიდიდან იქნება შესაძლებელი