ყვითელი ამბები

„ალბათ მარიამთან და მამამისთან მაქვს შეცდომა დაშვებული“ – ნანუკა ჟორჟოლიანის აღიარება

ცნობილმა ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემაში იმაზე ისაუბრა, რატომ აქვს შვილთან მარიამ გეგუჩაძესთან შეცდომები დაშვებული მისი აღზრდის დროს.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი გადაცემის სტუმარს გოჩა ნუცუბიძეს ურჩია, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ბავშვს ცუდი არ უნდა უთხრას. ნანუკას აზრით, თუ ბავშვს მშობელი მეორე მშობლის ზიზღში ზრდის, პირველ რიგში საკუთარ შვილს ვნებს.

„მე ორი შვილი მყავს და პირველ შვილთან ალბათ ბევრ შეცდომას ვუშვებდი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი და, ალბათ, მარიამთან და მამამისთან მაქვს შეცდომა დაშვებული. რაც შეეხება ახლა საბას, სულ ვეუბნები, რომ მას ჰყავს ძალიან კარგი მამა. შეიძლება რაღაცაზე მეც გავბრაზდე, მეც მეწყინოს, მაგრამ ჩემმა შვილმა მინდა თავი იგრძნოს კომფორტულად, ბედნიერად, რომ დედაც კარგი ჰყავს და მამაც”, – თქვა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. მისი შვილები, პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები მუდმივი განხილვის საგანია.