რას გულისხმობს საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი

საქართველოს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
Sputnik
რას გულისხმობს საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი
„საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება წარდგენილ კანონის პროექტებს, კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.