გაეროში ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის თემაზე რუსეთის რეზოლუციის პროექტი მიიღეს

დოკუმენტის ავტორები მკაცრად გმობენ ინციდენტებს, რომლებიც უკავშირდება ნაციზმის ჰეროიზაციას და პროპაგანდას, კერძოდ, პრონაცისტური შინაარსის წარწერების და ნახატების გამოყენებას, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ძეგლებზე.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რუსეთის რეზოლუცია ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის თემაზე, იუწყება РИА Новости ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივ მისიაზე დაყრდნობით.

დოკუმენტს მიენიჭა სახელწოდება „ბრძოლა ნაციზმის ჰეროიზაციასთან, ნეონაციზმსა და პრაქტიკის სხვა სახეებთან, რაც ხელს უწყობს რასიზმის თანამედროვე ფორმების, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ესკალაციას“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 130-მა სახელმწიფომ. წინააღმდეგი იყო ორი – უკრაინა და აშშ. 51-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

გამარჯვების 75-ე წლისთავი: პუტინმა ქართველ ვეტერანებს მისალოცი წერილი გაუგზავნა

რეზოლუცია რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, მიიღონ შესაბამისი კონკრეტული ზომები, „მათ შორის საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სფეროებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა თავიდან იქნას აცილებული მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა და კაცობრიობის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა უარყოფა“.

რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, აღმოფხვრან რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმა ყველა შესაბამისი საშუალებით, მათ შორის კანონმდებლობითაც, თუ ამას გარემოებები მოითხოვს.

გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს იმგვარი საგანმანათლებლო მასალების გამოყენებას, აგრეთვე რიტორიკას სწავლის პროცესში, რომელიც ხელს უწყობს რასიზმის, დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის პროპაგანდას ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან შეხედულებების საფუძველზე.