თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ელისეს სასახლის პრეს-სამსახური.
„რესპუბლიკის პრეზიდენტს დღეს დადებითი პასუხი გამოუვლინდა COVID-19-ის ტესტზე", — ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ დიაგნოზი RTPCR ტესტის საფუძველზე დაისვა, რომელიც პირველი სიმპტომების გამოსავლენადაა განკუთვნილი.
ელისეს სასახლე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი მაკრონი, როგორც ეს მოქმედი სანიტარიული წესებითაა განსაზღვრული და ყველასთვის სავალდებულოა, შვიდი დღის განმავლობაში იქნება იზოლაციაში.