COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთმა მსოფლიოს 45 ქვეყანაში უსასყიდლოდ გაგზავნა 1,5 მილიონი ტესტ-სისტემა

„როსპოტრებნადზორში“ აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნისთვის ტესტ-სისტემების უსასყიდლოდ მიწოდებას
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. რუსეთმა კორონავირუსის 1,5 მილიონი ტესტ-სისტემა 45 ქვეყანას გადასცა, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ. ამის შესახებ РИА Новости წერს.

მისი სიტყვებით, რუსეთი განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნისთვის ტესტ-სისტემების უსასყიდლოდ მიწოდებას.

„ამჟამად 45 სახელმწიფოს უკვე გადაეცა 1,5 მილიონი ერთეული“, - აღნიშნა მან.

პოპოვამ ასევე დააზუსტა, რომ რუსმა სპეციალისტებმა 12 ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების აღმოსაჩენად 15 მისია შეასრულეს.