ყვითელი ამბები

ასე ერთობიან ნინი ბადურაშვილი და გიორგი გილიგაშვილი – სახალისო ვიდეო

საზეიმოდ გამოწყობილი გიორგი გილიგაშვილი, რომელსაც საზოგადოებამ „ჩემმა მზემ“ შეარქვა, ნინი ბადურაშვილთან ერთად ცეკვავს, ნახეთ ვიდეო.
Sputnik

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. წყვილი შესანიშნავად ატარებს დროს და მხიარულად ცეკვავს.

27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადეობამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.

გიორგი გილიგაშვილის მიერ „პრაიმ შოუში“ გაკეთებულმა განცხადებებმა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმული ფრაზა „ჩემმა მზემ“ კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა. ამის შემდეგ გილიგაშვილს ასეც მოიხსენიებენ – „ჩემმა მზემ“.