ყვითელი ამბები

„კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში კახა კალაძის მცირეწლოვანი შვილები დაიცვა. ნანუკა თვლის, რომ მშობლების გამო ბავშვებს არ უნდა აბულინგებდნენ.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ე.წ. აფრიკის დასახლებაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ თბილისის მერის შვილებს არაფერი დაუშავებიათ და მათი „ფოტოების ფრიალი“ ამაზრზენია.

ჟურნალისტი თვლის, რომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო, განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან.

„დააშავა მამამ და მას მოკითხეთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook-გვერდზე.
ნახეთ როგორ უკრავენ კახა კალაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟები – ვიდეო

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რომლებიც, მერიის განცხადებით, მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო აშენებული. აღნიშნულ პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

სწორედ ამ ნგრევის მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

დღის ბოლოს თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ გაჭირვებულ ოჯახს ბინას ჩუქნის.