ყვითელი ამბები

„დედაჩემის ნაძვის ხე“ – ასეთი ძველმოდური საახალწლო მორთულობა აქვთ ანუკი არეშიძის მშობლებს

ანუკი არეშიძის მშობლებმა, დიზაინერისგან განსხვავებით, ნაძვის ხე ძველი სათამაშოებით მორთეს. ნახეთ როგორი საახალწლო მორთულობა აქვთ მშობლებს.
Sputnik

ცნობილი დიზაინერი სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი კონტენტი საინტერესო და შემოქმედებითი თემატიკითაა შევსებული.

ცოტა ხნის წინ ანუკიმ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ მისი დედის მიერ მორთული ნაძვის ხე აჩვენა. ფოტოს თუ დააკვირდებით, შესაძლოა ბავშვობის მოგონებებიც აღგეძრათ, რადგან მორთულობები, სავარაუდოდ, დიზაინერის ბავშვობის დროინდელია.

ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა - ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, დედა კი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგია.

პანდემიამდე სხვადასხვა ქვეყანაში ბადრი და ნინო სიძესთან და ქალიშვილთან ერთად ხშირად მოგზაურობდნენ. ახალგაზრდა ბაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა ლევან კალაძესთან, კახისა და ანუკის უფროს ვაჟთან ჩამოუყალიბდა.