მსოფლიო დღეს

საახალწლო გამონაკლისი თურქეთში: უცხოელ ტურისტებს კომენდანტის საათი არ შეეხება

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე სადღეღამისო კომენდანტის საათი გამოცხადდა.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კომენდანტის საათი, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების გამო დააწესა საახალწლოდ, უცხოელ ტურისტებს არ შეეხება, განუცხადა РИА Новости-ს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა.

COVID-19-თან ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა: გერმანიაში მკაცრი „ლოკდაუნი“ ამოქმედდება

ორშაბათს პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა სადღეღამისო კომენდანტის საათი დააწესა ახალი წლის ზეიმებთან დაკავშირებით, რომელიც 31 დეკემბერის 21:00 საათზე ამოქმედდება და ძალაში 4 იანვრის დილის 05:00 საათამდე იქნება.

მანამდე ქვეყანაში კაფეები და რესტორნები დაიხურა — კვების ობიექტები მხოლოდ გატანაზე მუშაობენ.  

„საახალწლო დღესასწაულებზე გამოცხადებული კომენდანტის საათი, ისევე, როგორც მანამდე დაწესებული შემზღუდავი ზომები, ტურისტებს არ შეეხება. შსს-ს ცირკულარის თანახმად, მათთვის გამონაკლისია დაშვებული“, — აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ თურქეთის მთელ რიგ რეგიონებში, მათ შორის სტამბულში, მესამე პიკს მიაღწია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი არაერთხელ დაფიქსირდა.