მსოფლიო დღეს

ფაიფურის ბოტასები: Sotheby's-ის აუქციონზე უნიკალური adidas იყიდება – ვიდეო

„ადიდასისა“ და ფაიფურის მწარმოებელი კომპანია „მისენის“ სპეციალისტები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ფაიფურის „ბოტასების“ შექმნაზე.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ნიუ-იორკის სააუქციონო სახლმა Sotheby's-მა გასაყიდად „ადიდასის“ ფაიფურისგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმელი გამოიტანა.

სპორტული ფეხსაცმელი „ადიდასმა“ და ფაიფურის მწარმოებელმა კომპანია „მისენმა“ დაამზადეს. სპეციალისტები ტყავისა და ფაიფურისგან შექმნილ, ხელით მოხატულ „უნიკალურ იტერაციაზე“ ექვსი თვე მუშაობდნენ. მისი წონა ზუსტად 950 გრამია.

Sotheby's-ში იმედი აქვთ, რომ ფაიფურის ფეხსაცმელში ერთ მილიონ დოლარზე მეტს მიიღებენ. გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა ბრუკლინის მუზეუმს გადაეცემა ადგილობრივი ახალგაზრდობის მხატვრული პროგრამების დასაფინანსებლად.