ყვითელი ამბები

„ვისია ეს ბაია?“ – ნინო ჩხეიძის ფოტომ ბავშვთან ერთად სოცქსელების მომხმარებლები დააბნია

სოციალურ ქსელში ცნობილმა მომღერალმა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის ერთი წლის გახდა.
Sputnik

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „ვისია ეს ბაია?“, „გიხდება პატარა“, „გილოცავთ მთელ ოჯახს“ – წერენ ნინოს „ფოლოვერები“. როგორც გაირკვა, გოგონა, რომელიც ერთი წლის გახდა, ნინოს ძმისშვილია.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს.

რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს, მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.