თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. დაავადება COVID-19 არ იწვევს სმენის სრულ დაკარგვას, იუწყება გამოცემა EurekAlert თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა არც ისე მაღალი იყო, სპეციალისტებმა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმით დაავადებული რვა პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. კვლევაში მათ გარდა მონაწილეობდა ჯანმრთელი ადამიანებისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფი. პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსი არ იწვევს სმენით დარღვევებს.
მოგვიანებით, როდესაც ისრაელში „კოვიდის“ პირველი ტალღის პიკი დადგა, მეცნიერებმა ექსპერიმენტი უკვე მეტი პაციენტის ჩართვით გაიმეორეს. შედეგი იგივე იყო.
„COVID-19 იწვევს ყნოსვისა და გემოს დაკარგვას, მაგრამ არა სმენისა. სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით ამ გავრცელებული მითის უარყოფა“, — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სმენის დაკარგვა მხოლოდ დროებითი სიმპტომია, რაც დაავადების ინდივიდუალურ მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
ამასთან ერთად ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელები კორონავირუსს უამრავ დაავადებასა და სიმპტომებს მიაწერენ, მაგრამ ხშირად ეს ინფორმაცია საფუძველსაა მოკლებული და ადამიანებს გაუმართლებელ სტრესში აგდებს.