მსოფლიო დღეს

COVID-19-ის გამო ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შეზღუდულად გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება, მანამდე კი ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე უნდა დამტკიცდეს.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საინაუგურაციო კომიტეტი ამერიკელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვაშინგტონში ღონისძიებაზე დასასწრებად ჩასვლისგან, ვინაიდან ის შეზღუდული მასშტაბით ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბაიდენის ხშირმა ხველებამ საზოგადოება შეაშფოთა: მაყურებელმა ყველა ჩახველება დათვალა – ვიდეო
„ცერემონიის ჩატარების ადგილი უკიდურესად შეზღუდული იქნება... პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან და საინაუგურაციო ღონისძიებებში მონაწილეობა შინ მიიღონ“, — წერია განცხადებაში.

აქვე აღინიშნება, რომ საორგანიზაციო კომიტეტი ინაუგურაციის შემდეგ აღლუმის ჩატარების საკითხსაც გადახედავს.  

14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართა, რა დროსაც დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 306 ელექტორალური ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა — 232. კონსტიტუციის თანახმად, კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე, ხოლო ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.