სამგორის რაიონში სამშაბათს რამდენიმე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი დაიწყო, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.
სანაძის ქუჩის მკვიდრები ბულდოზერების მუშაობისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ძალები. მათ რამდენიმე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
ამ შენობების მოსახლეები აცხადებენ, რომ ზამთარში ვერსად წავლენ, ვინაიდან მათ მთელი საკუთარი დანაზოგები სახლების მშენებლობაში დახარჯეს.
როგორც მერიაში განმარტეს, შემოწმების შედეგად ინსპექტორებმა ამ მონაკვეთზე 12 უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს. სანაძის ქუჩაზე შენობები შესაბამისი ნებართვების გარეშე აშენდა.