სროლა საშობაო კონცერტის შემდეგ ნიუ-იორკში – ფოტო

Sputnik

ინციდენტი ჰარლემში, წმინდა იოანეს საკათედრო ტაძრის კიბეებზე მოხდა საშობაო კონცერტის შემდეგ.

დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა ორი იარაღიდან გახსნა ცეცხლი. პოლიციამ მსროლელი დაჭრა და დააკავა. მოგვიანებით ბოროტმოქმედი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს სხვა მსხვერპლი არ ჰყავს.

1 / 10
გასულ კვირას ნიუ-იორკში საშობაო შოუს დროს წმინდა იოანეს ტაძართან 52 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
2 / 10
შემთხვევა მანამდე მოხდა, სანამ მომღერალთა გუნდი კიბეებს დატოვებდა
3 / 10
სროლის ხმის შედეგად იქ მყოფებმა თავის შეფარება სცადეს
4 / 10
შეიარაღებული მამაკაცი ყვიროდა „მომკალი!“ და ტაძრის სვეტს ეფარებოდა
5 / 10
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ პოლიციელები
6 / 10
სამართალდამცავება საპასუხო ცეცხლი გახსნეს
7 / 10
ორმხრივი სროლის დროს ბოროტმოქმედი თავში დაიჭრა, რის გამოც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა
8 / 10
ინციდენტის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა
9 / 10
პოლიციის კომისარმა აღნიშნა, რომ მსროლელს „დიდი კრიმინალური წარსული“ ქონდა. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი,რამდენიმე დანა, ბენზინით სავსე ავზი, მავთული და ბიბლია
10 / 10
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ტაძარში გამართული კონცერტი პირველი მასობრივი ღონისძიება იყო, რომელიც ვირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გარეთ გაიმართა. საშობაო სიმღერების მოსასმენად ასობით ადამიანი შეიკრიბა