ყვითელი ამბები

ნეკა დოროყაშვილი კომენდანტის საათის დროს ქალაქში გადაადგილდება – ნახეთ ვიდეო

ნეკა დოროყაშვილი თბილისის ცარიელ ქუჩებში ავტომობილით გადაადგილდება. ნახეთ რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში.
Sputnik

ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და საზოგადოებას მისი პირადი ცხოვრების დეტალებს აღარ უმალავს. რამდენიმე საათის წინ ნეკამ თბილისის ცარიელი ქუჩებიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საახალწლოდ მორთულ ქალაქში გადაადგილდება.

„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე გადაღების დროდ 23:50 საათია მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდელი ქალაქში კომენდანტის საათის დროს გადაადგილდება, რისი უფლებაც მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი.

კორონავირუსის პანდემიის გამო 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 21 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს. შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებების, მიტანის სერვისის პერსონალზე და სხვა რამდენიმე სპეციალურ სამსახურზე. უცნობია, რომელ კატეგორიაში შედის მოდელი.

ნეკა დოროყაშვილის მიმართ ყურადღება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 21 მაისს ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹ მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენი 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა მომავალში დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.