მიუხედავად პროტესტისა, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიხსნა

ბათუმში 15 დეკემბერს აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ გაიხსნა სხდომა ქართული ჰიმნის ფონზე.
Sputnik

იმ დროს, როდესაც აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პირველი სხდომა იმართებოდა, ოპოზიცია შენობასთან საპროტესტო აქციას ატარებდა.

ნოემბრის დასაწყისიდან ბათუმში ოპოზიციის მომხრეები მოითხოვენ ახალ არჩევნებს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ოპოზიციამ მთავრობის სახლის შენობასთან კარვები გაშალა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.